ზალბერთან შეხვედრისას ჩვენი პოზიცია და ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ – დავით დონდუა

0
9

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრისას ჩვენი პოზიცია და ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განუცხადა.

”ჩვენ ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ და მას დეტალურად ავუხსენით საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დონდუამ.

დონდუას განცხადებით, ზალბერი სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად დღეს დაბრუნდა ცხიბვალიდან და სოხუმიდან, სადაც იმყოფებოდა ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი რაუნდის წინ.

”შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რა ნახა იმ რეგიონებში და ასევე იმ განვითარებაზე, რომელიც მოჰყვა ცხინვალში მის შეხვედრებს”, – განაცხადა დავით დონდუამ.

შეგახსნებთ, ზალბერი ბოლო ორი დღის განმავლობაში სოხუმში იმყოფებოდა, იქამდე კი შეხვედრები ცხინვალში გამართა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა.

loading...