ვის გაჰყვა ცოლად მალხაზ ქვრივიშვილის ყოფილი ცოლი – „ყველა, ვინც ვიღაცის ცოლს დასდევს, არაკაცია“

14:24 06-22-2015
144

რამდენიმე წლის წინ, მსახიობმა, მალხაზ ქვრივიშვილმა, თავისი მეორე ცოლი, მასზე 27 წლით უმცროსი, მარიამ ახობაძე გაგვაცნო.

წყვილი სიამოვნებით ყვებოდა მათი სიყვარულის ამბავს პრესის ფურცლებსა თუ ტელეშოუებში. ცოლ-ქმარს მალე ვაჟი შეეძინა. ანდრია ახლა 3 წლის არის. ორი წლის წინ ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ მალხაზ ქვრივიშვილი მეორე ცოლსაც გაშორდა. თუმცა ამ ინფორმაციას არც ცოლი და არც ქმარი არ ადასტურებდა. ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ ეს ამბავი საზოგადოების ჭორიკანა ნაწილის გამოგონილი იყო.
რამდენიმე დღის წინ მსახიობ ანრი ბიბინეიშვილის ფეისბუქგვედზე მარიამთან ერთად გადაღებული ფოტოები ვნახე და მათი ურთიერთობით დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ მახოსთან განშორების შემდეგ, მარიამი ანრის გაჰყვა ცოლად.
მაშ ასე, წყვილი ექსკლუზიურად უყვება „პრაიმტაიმს“ მათი სიყვარულის ისტორიას. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამჟამად ანრისა და მარიამს მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ. ისინი ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დაშორდნენ.

– ანრი, პირველ რიგში, შენ პირველ ცოლზე მიამბე, ვინც მარიამის გამო მიატოვე.
– 2013 წლის 4 იანვარს ოთხწლიანი სიყვარული დავაგვირგვინე ქორწინებით და სამწუხაროდ 30 იანვარს ჩვენი ქორწინება დამთავრდა.
– ვინ იყო შენი პირველი ცოლი?
– ნინო ჰქვია, გვარი არ გვინდა. ცნობადი სახე არ არის. ორი კვირა ვიყავით ერთად. 4 იანვარს მოვიყვანე, 19 იანვარს მოსკოვში გავფრინდი, 30 იანვარს ჩამოვფრინდი და იმ ღამეს დავშორდით ერთმანეთს, ვიღაცების ჩარევით.
– ვისი ჩარევით?
– მესამე გაჩნდა, ვუღალატე, ოღონდ ამას სიამაყით არ ვამბობ, რა თქმა უნდა. გულწრფელად ვნანობ.
– ორი კვირის მოყვანილ ცოლს როგორ უღალატე?
– როცა ცოლი მოვიყვანე, რეალურად სხვაზე ვიყავი შეყვარებული. ეს მალევე აღმოვაჩინე. ავუხსენი ყველაფერი და დამთავრდა…
– ის სხვა, ვინც გიყვარდა, მარიამ ახობაძე იყო?
– კი, ასეა. პირველად მარიამი ტელეეკრანზე, დაგაცემა „პროფილში“ ვნახე. გავგიჟდი მის ვიზუალზე, მისი თვალების გამოსხივებაზე… მაშინ ვთქვი, რომ ეს გოგო ჩემი გახდებოდა.
– „პროფილში“ მარიამი ქმართან, მალხაზ ქვლივიშვილთან ერთად იყო. ხომ ასეა?
– კი, ოღონდ არანაირი ბილწი გათვლა არ მქონია.
მარიამი:
– მან თქვა ასეთი რამ, თუ ოდესმე ეს გოგო დაშორდება ქმარს, ის აუცილებლად ჩემი გახდება.
ანრი:
– კაცის შეურაცხყოფა არც მიფიქრია, კაცს ცოლი წაართვა? ეს არაკაცობაა. ყველა ვინც ვიღაცის ცოლს დასდევს, არაკაცია… გავიდა წლები, მე და მარიამი, სრულიად შემთხვევით, ერთმანეთს შარდენზე შევხვდით. მის დაქალს წავეკამათე. ამ დროს შევამჩნიე მარიამი, რომელმაც ჩამიხშო ყველაფერთან და ყველასთან კამათის სურვილი. ვიცანი, ეს ის გოგო იყო, ვინც მე ტელეეკრანიდან ძალიან მომეწონა. და როცა ქმრის გარეშე დავინახე, ჩავეძიე, გავარკვიე, დაშორებული იყო თუ არა ქმართან. და როცა გავიგე, რომ თავისუფალი იყო, პირველი ფრაზა, რაც მარიამს ვუთხარი იყო, სადმე უფრო უკეთ ხომ არ გავიცნოთ ერთმანეთი-მეთქი. იმ ღამეს კარგად გავიცანით ერთმანეთი, ზედმეტად კარგად (იცინიან). მერე, ოთხი თვე მარიამი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ამ დროს მე დეპრესია მჭირდა, წვერი კოჭებამდე მქონდა მოშვებული. თვეების შემდეგ მარიამი ისევ მოვიდა ჩემთან, შარდენზე და გულში ჩამიკრა ისე, როგორც არავის არასდროს და მითხრა ფრაზა, – „თვალებით გიცანი“. რადგან ფიზიკურად მართლა ძალიან შეცვლილი ვიყავი. მეც ვიცანი მარიამი და იმ დღიდან, სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ოთხი იანვრის დილამდე 24 საათის რეჟიმში ერთად ვიყავით.
– ამ პერიოდში შენ შეყვარებული გყავდა, როგორ ახერხებდი მარიამთან ყოფნას?
– სიყვარული, რომელიც ძალიან რთულ პერიოდში დამეხმარა, მაგრძნობინა სრულფასოვან ადამიანად თავი, იყო ჩემი პირველი სიყვარული, ნინო. მაგრამ ბოლოს აღმოვაჩინე, რომ გრძნობა განელდა, დავრწმუნდი, რომ სიყვარული სხვა რამე ყოფილა.
– ეგ არ არის ჩემს კითხვაზე პასუხი. როგორ ახერხებდი, შეყვარებული და საყვარელი ქალი ერთდროულოდ გყოლოდა?
– ისე, როგორც ყველა დამნაშავე მამაკაცი. მიყვარდა სხვა და ტყუვდებოდა სხვა.
– როგორი სევდიანი ხარ, ეს შენი მსახიობური ნიჭის დამსახურებაა, თუ რეალურად განიცდი ამ ამბავს?
მარიამი:
– დარდობდა, მაგრამ არც ისე ღრმად.
– თუ მიხვდი, რომ ეს სიყვარული იყო ნამდვილი და ის ოთხწლიანი – ტყუილი, რატომ მოიყვანე ცოლად ნინო?
– ჩავთვალე, რომ ადამიანმა ადამიანობის ბრწყინვალე მაგალითი მაჩვენა, მასთან პასუხისმგებელი ვიყავი, ვერ მივეცი თავს იმის უფლება, რომ ის მოტყუებული ყოფილიყო ჩემგან. რატომღაც მეგონა, რომ ამით კარგს ვაკეთებდი და რომ ამ ყველაფერს სიცოცხლის ბოლომდე გავუძლებდი. მაგრამ უფრო დიდი ტყუილი გამომივიდა… ტყუილში ცხოვრება არ შემეძლო, ვერც ნინომ შეძლო და თვითონ დაასრულა ურთიერთობა. 26 სექტემბერს მარიამ ქვრივიშვილი ცოლად მოვიყვანე.
– ქვრივიშვილი?
მარიამი:
– ჯერ ისევ მახოსთან ვარ ქორწინებაში, მის გვარზე ვარ.
ანრი:
– მოკლედ, ერთი თვის შემდეგ დავშორდით მე და მარიამი.
– როგორ?
– აი, ასე, ადგა და წავიდა, მეც გზა დავულოცე. ერთ კვირაში დამირეკა, დღეს ჩვენი ნიშნობის დღე უნდა ყოფილიყოო. მე მახსოვს, მაგრამ შენ წახვედი-მეთქი, ვუთხარი. მოკლედ, ბოლოს სიყვარულმა იმარჯვა, ერთმანეთთან მივედით, შევრიგდით. მთლიანობაში ორი წელი ერთად ვიყავით, აქედან რვა თვე ცოლ-ქმრის სტატუსით, მაგრამ არც ხელი მოგვიწერია და არც ჯვარი დაგვიწერია.
– სად ცხოვრობდით?
– თავიდან ნაქირავებში ვცხოვრობდით, მერე მარიამის დედამ გვითხრა, არ არის სწორი ზედმეტი ხარჯის გაღება, ერთად ვიცხოვროთო და გადავედით მასთან. ერთხელ მითხრა ქალბატონმა ელენემ, მინდა გიშვილოო. ამით ყველაფერი იყო ნათქვამი… ჩვენი ურთიერთობის შესახებ არასდროს გვისაუბრია საჯაროდ. მხოლოდ ჩვენმა მეგობრებმა იცოდნენ.
მარიამი:
– დღეს მომინდა ხმამაღლა მეთქვა ის, რომ მახოს დავშორდი და ანრი მიყვარს. უბრალოდ, ჩვენ ერთად აღარ ვცხოვრობთ. ახლა ცოლ-ქმარი არ ვართ, ძალიან კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ არავინ იცის რა იქნება წინ, როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა.
– მარიამ, რატომ დაშორდით ერთმანეთს შენ და მახო?
– მახო ძალიან კარგი ადამიანია, კარგი მამა და მეუღლე იყო. უბრალოდ, ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. ოთხი წელი ვიცხოვრეთ ერთად და მეხუთე წელს მივხვდით, რომ ვერ ვუგებდით ერთმანეთს.
– მარიამ, ახლა რას საქმიანობ?
– ამჟამად არაფერს, მაგრამ…
ანრი:
– მე გავაგრძელებ… მარიამი ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ პროფესიას, ფოტომოდელობას, სადაც თავისი ნიჭი სწორად აღმოაჩინა.
მარიამი:
– სხვათა შორის, „იმედმა“ გააშუქა ერთ-ერთი ჩემი წარმატება, მაგრამ მერე ჩემმა ყოფილმა ქმარმა აღარ მოინდომა გამეგრძელებინა კარიერა. ვერ შეეგუა ჩემს პროფესიას.
ანრი:
– როცა ლამაზი ცოლი გყავს, რთულია შეეგუო, როგორ უყურებს მას ხალხი.
მარიამი:
– თან 27 წლით პატარა ცოლი რომ გყავს…
– ანრი, შენ როგორ ეგუებოდი?
– თუ დარწმუნებული ვარ ქალში, რომელიც ჩემ გვერდით არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში ვენდობი. პირიქით, მიხარია, როცა ჩემ გვერდით არის ქალი, რომელიც ყველასთვის სასურველია. მით უმეტეს, რომ მარიამი ბრწყინვალე კაცის გვერდით ვნახე პირველად. ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ მალხაზ ქვრივიშვილი ძალიან კარგი კაცია. პირველ რიგში, ჩემი კოლეგაა, ახლოს არ ვიცნობ მას და აქედან მინდა ვუთხრა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ. და არასდროს მის კაცობაზე და მის სტატუსზე მარიამთან მიმართებაში ანრის არ გადაუმეტებია. მეტიც, მარიამისა და მახოს შვილს არაერთხელ დაუძახია ჩემთვის მამა. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მე ვარ ანრი, მამა არის მახო. ასე იყო და ასე იქნება მუდამ, იმიტომ რომ მალხაზ ქვრივიშვილი არის კაცი!
– შენ და მახოს გისაუბრიათ მას მერე, რაც მარიამი ცოლად მოიყვანე?
– როცა მე და მარიამმა ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ, მქონდა სურვილი დავლაპარაკებოდი მას. თუმცა მან უარი თქვა. აბსოლუტურად მესმის მისი, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მეც იგივენაირად მოვიქცეოდი.
– რის თქმას აპირებდი?
– მინდოდა მეთქვა, როგორც კაცს კაცისთვის, რომ არასდროს გადავაჭარბებ კაცის ფენომენს, ყოველთვის ამ ფარგლებში მოვექცევი მარიამს, რომ არასდროს ვაკადრებდი იმას, რაც კაცისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.
– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მამასთან მიდიოდი ხელის სათხოვნელად.
მარიამი:
– არ გეწყინოს, ანრი, მაგრამ, მე ვეთანხმები ჟურნალისტს. მახოს ყოველთვის ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც მამობრივი ინსტინქტის მსგავსი. ეს, ალბათ, ჩვენი ასაკობრივი სხვაობის ბრალიც იყო. მახო ჩემთვის დღემდე მამასავით არის. დღესაც მარცხენა ხელზე მიკეთია ბეჭედი, რომლითაც მახომ პირდაპირ ეთერში ხელი მთხოვა. მაგრამ იმიტომ მიკეთია, რომ მომწონს. დიდ პატივს ვცემ მახოს, სხვანაირად არც შეიძლება, ის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქრის, ჩემი შვილის მამაა. და თუ მოხდება ისე, რომ მალხაზ ქვრივიშვილს ვინმე ცუდად შეეხება, მე ვიქმენი მისი პირველი დამცველი.
– ანრი, ქართული ტრადიციების გათვალისწინებით, ერთ კითხვას დაგისვამ, თუ არ ჩამქოლავთ, როცა მარიამი მოგყავდა, საზოგადოების იმ ნაწილზე თუ იფიქრე, რომელიც მისი მოყვანისთვის გაგკიცხავდა?
– არასდროს მითქვამს და ახლა ვიტყვი. მეოცე საუკუნის საქართველოში, როცა განათხოვარი ქალი, რატომღაც, ძალიან ცუდ ქალად ითვლებოდა, მამაჩემმა მოიყვანა შვილიანი ცოლი. მე მყავს და დედის მხრიდან, რომელმაც გამზარდა და რომელსაც ჩემი ბიოლოგიური მამა ჩემზე მეტად უყვარს. თვეების იყო ჩემი და, როცა დედა ქმარმა მიატოვა, მხარზე მოკიდებული დაჰყავდა დედას ჩვილი ჩაის საკრეფად. დღეს მამას ჩემზე მეტად უყვარს ჩემი და, ჩემი ნახევარდა, ცხარე ცრემლებით ტიროდა, როცა ჩემი და გათხოვდა… ასე რომ, თუ კი სიყვარული არსებობს, კაცი ბორდელიდან გამოიყვანს ქალს და კარგ ქალად აქცევს. ამდენად, არ მაინტერესებს ვინ რამდენჯერ, როდის და სად არის გათხოვილი. ადამიანებს წარსულით არ ვაფასებ. წარსულში ძალიან ბევრი ათეისტი იყო, დღეს ძალიან ბევრი მოექცა, რა ვქნათ, ანათემას გადავცეთ? ხომ სისულელეა. ამიტომ წარსული დავივიწყოთ და ვიცხოვროთ აწმყოთი.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმ ტაიმი“

11639335_893403947385458_1442591195_o 11639804_893403954052124_1799105760_o 11640329_893403964052123_451138625_o 11655665_893403960718790_1730484802_o 11656173_893403957385457_1992761670_o (1)

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი