დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

“ეს არის საინფორმაციო ომი მამა გიორგის წინააღმდეგ” – ზვიად კუპრავა

22:26 05-19-2017
15

 

ეს არის საინფორმაციო ომი მამა გიორგის წინააღმდეგ – ამის შესახებ “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გადაცემა “პრიორიტეტში” განაცხდა.
“საქმეს რაც შეეხებ, მასალებზე მეტად საინფორმაციო ომია მამა გიორგის წინააღმდეგ. ეს არის პროკურატურის სტრატეგია. ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურის პირველი განცხადება და დავინახეთ, რომ თავიდან ბოლომდე აპელირებდნენ პატრიარქის თავადასხმით. შემდეგ გავიგეთ, რომ ეს ადამიანი იყო სხვა და არა პატრიარქი. ესეც ამ ომის ნაწილია, საზოგადოება განაწყვეს ის თითქოს ქვეყნის პატრიარქს ემუქრებოდა საფრთხე მამა გიორგისგან. საბოლოო ჯამში პროკურატურამ უარყო. თუმცა ფაქტი ფაქტად დარჩადა და იარლიყი, რომ მამა გიორგი აპირებდა პატრიარქის ლიკვიდაციას, მას ჯერაც აქვს” – განაცხადა კუპარავამ.

მისივე თქმით, დღევანდელი პროცესიც გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მამა გიორგის წინააღმდეგ მობილიზებას უწყობდა ხელს.

ავტორი: თეონა აბესაძე