ერთ მხარეს დარჩა მიხეილ სააკაშვილის მრევლი, რწმენაზე აკინძული – ხუხაშვილი

552

“საერთო მოზაიკაში, ბევრი არაფერი არ იცვლება. ერთ მხარეს დარჩა მიხეილ სააკაშვილის მრევლი, რწმენაზე აკინძული, პოლიტიკურად არაკომპეტენტური ადამიანების ჯგუფი და მეორე მხარეს არის ჯგუფი, რომელსაც აქვს პოლიტიკური გამოცდილება, პოტენციალიც აქვს და გარკვეული პოლიტიკური კულტურაც”, – ასე აფასებს “პრაიმტაიმთან” საუბრისას, ექსპერტი გია ხუხაშვილი “ნაციონალური მოძარობის” დაშლას.

მისი თქმით, უგულავა-ბოკერიას გუნდს, თეორიულად პოლიტიკური პერსპექტივა გააჩნია, თუმცა ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. 

“საერთო მოზაიკაში, ბევრი არაფერი არ იცვლება. ერთ მხარეს დარჩა მიხეილ სააკაშვილის მრევლი, რწმენაზე აკინძული, პოლიტიკურად არაკომპეტენტური ადამიანების ჯგუფი და მეორე მხარეს არის ჯგუფი, რომელსაც აქვს პოლიტიკური გამოცდილება, პოტენციალიც აქვს და გარკვეული პოლიტიკური კულტურაც. შესაბამისად, თეორიული პერსპექტივა აქვთ, მაგრამ მათ ძალიან შემოეცალათ მხარდამჭერები. რას მოახერხენებ მომავალში, ძნელი სათქმელია. ყოველშემთხვევაში, ამ ორი ჯგუფიდან პოლიტიკური კვალიფიკაციის მიხედვით, რა თქმა უნდა, აქეთ არის მეტი რესურსი, მეორე მხრივ, იქით არის ადამიანების სიმრავლე, მაგრამ უთაოდ დარჩენილია. პოლიტიკური პროცესი ვინ უნდა წარმართოს, ვინ რა უნდა გააკეთოს, გეუგებარია, იმიტომ რომ პოლიტიკური კომპეტენციის დონე ფაქტობრივად ნულოვანია”, – განმარტა ექსპერტმა.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.