მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

“დღეს ვნახეთ შოუ, როდესაც მამა გიორგიმ ადვოკატები გამოყარა” – ირაკლი მამალაძე

23:01 05-19-2017
53

ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ე.წ ციანიდის საქმის ბრალმდებლის განცხადებით,  ბრალდებულის ადვოკატები ემუქრებიან ერთ-ერთ მოწმეს. ამასთან დაკავშირებით პროკურატურის მთავარმა მოწმე ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ მასზე ზოწოლა არ ხორცილდება.

“მე ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. კონკრეტულად ჩემზე ზეწოლა არ ხორციელდება. ამ საქმეში ჩემს გარდა, 70 მოწმეა. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, სასამართლოების გახსნა სჭირდებოდა როგორც ადვოკატებს, ასევე მამა გიორგის. დღეს ვნახეთ ერთი შოუ, როდესაც მან ადვოკატები გამოყარა და ასეთ რეჟიმში გაგრძელდებოდა ეს პროცესები. მუდმივად მოხდებოდა საპატრიარქოს, საზოგადოების და მოწმეების  დაშანტაჟება. ვფიქრობ დახურულ პროცესებზეც ყველაფერი გაირკვევა და საბოლოო განაჩენიც დადგება” – განაცხადა მამალაძემ.

ავტორი: თეონა აბესაძე