დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოს დეგელაცია მიწვეული არ არის

1051

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელიც 20 იანვარსაა დაგეგმილი, საქართველოს დელეგაცია მიწვეული არ არის.

ამის შესახებ “პრაიმტამს” საგარეო სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები. ცერემონიისათვის განსაზღვრული პროტოკოლის თანახმად, არჩეული პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიებაზე უცხო ქვეყნის დელეგაციები და მაღალი რანგის სტუმრები მიწვეულნი არ არიან.

აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად 6 ნოემბერს ოფიციალურად აირჩია. ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 270-ზე მეტმა წევრმა დაუჭირა მხარი, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის აუცილებელი მინიმუმია.