დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

გურამ ჟორდანია პოლიტპატიმრის სტატუსს იყენებს – დაზარალებული მანანა კალანდაძე

17:18 01-09-2017
8

დაზარალებული მანანა კალანდია, რომელსაც პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებული გურამ ჟორდანია საკუთარ ბინაში ეცილება, არც ქირას უხდის და ბინასაც არ ტოვებს, აცხადებს, რომ ბინის დასაბრუნებლად ყველანაირ ზომას გამოიყენებს.

როგორც მანანა კალანდიამ აღნიშნა, გურამ ჟორდანია უკვე 9 თვეა მას ქირას აღარ უხდის, რის მიზეზადაც ის კრიზისში ყოფნას ასახელებს. 

“გურამ ჟორდანია სარგებლობს და ვაჭრობს იმით, რომ ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, ამ დროს არ ჰყავს ორი არასრულწლოვანი, ჰყავს ერთი და მეორე 18 წლის სტუდენტი გოგო. არ მაქვს არსად წასასვლელიო იძახის და 3 ქონება აქვს ლანჩხუთში, იტყუება. მოსამართლემ რომელი მუხლიც შეუთანხმა ითვალისწინებს ურთერთშეთანხმებას, არანაირი ურთიერთშეთანხმება არ ყოფილა და 27 დეკემბერს, მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება, დაუკმაყოფილა, რომ სამი თვით შეაჩეროს აღსრულება. ახლა აღსრულება შეჩერებულია 27 მარტამდე და მე ყველანაირ ზომას მივმართავ, რომ ეს ადამიანი იყოს გაძევებული ჩემი ბინიდან”, – განაცხადა მანანა კალანდიამ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში.

მისივე თქმით, გურამ ჟორდანია მატყუარა, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანია, ემუქრება და ამის გამო სულ შიშის ქვეშ ყოფნა უწევს. 

“ეს ბინა არის ჩემი შვილის, რამაზ გრუნჩაძის. მე ვარ დედა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, სიტყვიერი შეთანხმებით შევუშვი ბინაში გურამ ჟორდანიას მეუღლე შორენა ჟორდანია და მანონი ბოლქვაძე, რომელიც იაშვილის კლინიკაში მუშობს. ამათთან მქონდა ზეპირი ხელშეკრულება დადებული, მინდოდა, რომ ოფიციალურად გამეფორნმებინა, ფეხებში ჩამივარდნენ არაფრით არ ქნეს. რამოდენიმე წელია ამ ბინაში ცხოვრობენ. მთელი ერთი წელია,  წელიწადმე მეტია, მიდის დავა. არც მიცლის ბინას, არც ქირას მაძლევს. აქეთ მემუქრება. მყავს ორი შვილი, ორი ბიჭი. ყველანაირად ვარ შიშის ქვეშ. მემუქრება, არის თაღლით, გარეწარი ადამიანი, ყველაფრზე წამსვლელი”, – აღნიშნა მანანა კალანდიამ.

 

ავტორი: lela