გუგული მაღრაძე “ნაციონალური მოძრაობის” დაშლაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობს

155

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გუგული მაღრაძისთვის “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა მოულოდნელი არ ყოფილა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ამ პროცესებში ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის როლი იკვეთებოდეს, მაღრაძემ პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნა, რომ ივანიშვილმა გარკვეული როლი მართლაც შეასრულა პარტიის დაშლასი.

“მისი დამსახურება იმაშია, რომ “ქართული ოცნების” წარმატებას შეუწყო ხელი, თავის მხრივ კი, “ქართული ოცნების” კარგმა მუშაობამ გამოიწვია ის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა არჩევანი აღარ დარჩა. ჩვენ რომ სუსტები ვყოფილიყავით, “ნაცონალურ მოძრაობას” დაყოფის პერსპექტივა არ შეექმნებოდა. თუმცა, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ჩარევით ეს არ მომხდარა. პარტიაში თვითონვე ვერ გაიყვეს რაღაც და სხვადასხვა მიზნები გაუჩნდათ”, – განაცხადა მაღრაძემ.

დეპუტატის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობა” განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ დასუსტდა, როდესაც ბევრი რესურსი დახარჯა.

“ჩვენთვის “ნაციონალური მოძრაობის” დაშლით არაფერი იცვლება. თანაც, მათი ამომრჩევლებიც გაიყოფიან და უფრო დასუსტდებიან”, – აღნიშნა მაღრაძემ.

დეპუტატის თქმით, ბოკერია-უგულავას გუნდის მიერ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნით, იმაზე დიდი რეიტინგი ვერ ექნებათ, ვიდრე სხვა ოპოზიციურ ძალებს.

“ნაციონალური მოძრაობიდან” უგულავა-ბოკერიას გუნდის წასვლის შესახებ პარტიის ოფისში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა.