გუგული მაღრაძე ნაციონალების აქციაზე – “2–3 კინკილა ხალხი გამოდის”

0
35

გუშინდელი აქციით “არა გაზპრომს” დადასტურდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი მხარდამჭერი არ ყავს – ამის შესახებ ექსკლუზიურად “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას საპარალემენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.

“ხომ ხედავთ ორი–სამი კინკილა ხალხი გამოდის. ხმაურით რაღაცის გაკეთება უნდათ. “გაზპრომთან” დაკავშირებით  კახა კაძალემ ძალიან კარგი მოლაპარაკება აწარმოა, რომლითაც “სოკარისგან” მივიღებთ დამატებით გაზს. ეს აქცია უბრალოდ პოლიტიკური აქტივობა იყო და მათ ადგილზე არ გავაკეთებდი, რადგან ბევრი მხარდამჭერი არ ყავთ”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.