ბათუმის ახალი ბულვარი პლიაჟის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგას – “ნაციონალური მოძრაობა”

62

ბათუმის ახალი ბულვარი, შესაძლოა, პლიაჟის გარეშე დარჩეს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

ისინი ამტკიცებენ, რომ 2012 წელს დაგეგმილი ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი შეიცვალა და სამუშაოები ისე მიმდინარეობს, რომ სანაპირომ უკვე დაკარგა კილომეტრზე მეტი სიგრძის პლაჟი, მისი გაგრძელების შემთხვევაში კი ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ახალი ბულვარის მთელი სანაპირო.

სანაპირო ზოლის ფაქტობრივად გაქრობასთან დაკავშირებულ ბრალდებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უარყოფს.

“ეს იქნება კომფორტულად მოწყობილი ტერიტორია, სადაც იქნება როგორც პლიაჟი, ასევე სასეირნო ბილიკები. პირიქით, სანაპირო ზოლის გაფართოება იგეგმება”, – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.