აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

20

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 11 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 56 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.910 პროცენტით, მაქსიმალური 7.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.968 პროცენტით განისაზღვრა.