დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ალექსანდრე ჯეჯელავა – მეზობელს ქატო რატომ უნდა ჰქონდეს და მე ფქვილი? – უმსგავსობაა

17:30 12-28-2016
69

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ქართული ზღაპრები და მათი ფინალი ბავშვებს ძალადობას ასწავლის და აჩვენებს, რომ მეზობლის გაჭირვება უნდა გიხაროდეს.

სწორედ, ამიტომ ჰქონდა პროტესტი, როდესაც ბავშვობაში ზღაპარს უკითხავდნენ და დასასრულს ამბობდნენ, ჭირი იქა, ლხინი აქას.

,,გულწრფელად ვამბობ, ყოველთვის, როცა ვკითხულობდი – ჭირი იქა, ლხინი აქა, მიკვირდა, რატომ არ შეიძლება, იქაც ლხინი იყოს და აქაც-მეთქი? მეზობელთან ცუდი რატომ უნდა ხდებოდეს, მას ქატო რატომ უნდა ჰქონდეს და მე – ფქვილი? უნდა მომწონდეს, თუ სხვას შუქი არ აქვს და მე სახლში ანთებული ნათურები მაქვს? ეს უმსგავსობაა. თუ გარეთ უჭირთ და ჩვენ კარგად ვართ, მერწმუნეთ, ეს ბედნიერებას ვერასოდეს მოგვიტანს”, –  განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ,,კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში.

ავტორი: სალომე ჩადუნელი