ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

0
94

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.

სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა.

როგორც “პრაიმტაიმს” ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მამა გიორგი თავად გადაწყვეტს, ვინ იქნება მისი ადვოკატი.

,,მას თავისუფლად შეუძლია აიცილოს სახაზინო ადვოკატი და აირჩიოს სხვა კერძო ადვოკატი, ან დაგვიტოვოს ჩვენ, ან სხვა აიყვანოს. ამ საკითხს სასამართლო ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს”,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა უნდა გამართულიყო, თუმცა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა პროცესის სრულად დახურვის  შესახებ, რაც ბრალდებულმა გააპროტესტა და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. მან ადვოკატებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა, რასაც ადვოკატები დაემორჩილნენ. შესაბამისად, დღევანდელი განხილვა ჩაიშალა. საქალაქო სასამართლომ დღის ბოლოს გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს.

 

loading...